ევროკავშირისა და აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების გაორმაგება მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს - ვმაროშ შეფჩოვიჩი

მაროშ შეფჩოვიჩი

ევროკავშირისა და აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ამასთან, ვაშინგტონის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების გაორმაგება მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს. ამის შესახებ სავაჭრო საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგეენლთან, ჯეიმისონ გრირთან პარიზში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ორივემ დავასკვენით, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ საჭირო ტემპით. რაც ოპტიმიზმს მაძლევს, არის ის, რომ მე ვხედავ პროგრესს, დისკუსიები ახლა ძალიან კონკრეტულია“, – განაცხადა შეფჩოვიჩმა.

დღეს ძალაში შევიდა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების 25%-დან 50%-მდე გაზრდის შესახებ.