ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო, უნგრეთს, ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

მართლმსაჯულება

 ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო უნგრეთს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.

საუბარია უნგრეთის მთავრობის მიერ 2021 წელს მიღებულ კანონზე. ის ზღუდავს ან კრძალავს ჰომოსექსუალობისა და გენდერული იდენტობის შეცვლის "პოპულარიზაციას" ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ მედიაში. ბრიუსელი ბუდაპეშტის მხრიდან კანონის გაუქმებას ითხოვს.

ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ვიქტორ ორბანი. უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, ბუდაპეშტი საკუთარ პოზიციებს არ დათმობს.