ევაკუირებულია 280 000-ზე მეტი ადამიანი ! - საფრანგეთში ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალები ჩაერთნენ, ესპანეთში კი ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ფოტო

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, ევაკუირებულია 280 000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქვეყნის სამხედრო ძალები ჩართო.

ამასთან, რთული ვითარებაა ესპანეთში. მადრიდსა და ავილაში ევაკუირებულია 60 000-ზე მეტი ადამიანი. ესპანეთის მთავრობამ ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, მადრიდთან ახლოს ცეცხლის ლოკალიზება ამ ეტაპზე „მეხანძრეების შესაძლებლობებს აღემატება“.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი მადრიდის პროვინციაში, სოფელ სენისიენტოსში მდებარე მეხანძრეების საკოორდინაციო ცენტრს ეწვია და მიმდინარე სამაშველო ოპერაციებს ადგილზე გაეცნო.

როგორც სანჩესმა აღნიშნა, პრიორიტეტი „სიცოცხლის გადარჩენა“ და დასახლებული ტერიტორიების დაცვაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ტემპერატურამ იკლო, მომდევნო საათები კვლავ რთული იქნება.