„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ სეუტაში, ერთ-ერთ სანაპიროზე განთავსებული მიგრანტების ბანაკი დაშალა, სადაც დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა. ოპერაცია მეფისა და დედოფლის ქალაქში ვიზიტამდე ორი დღით ადრე ჩატარდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს უკანასკნელი დარჩენილი ბანაკი იყო. ოპერაცია დილის რვა საათის შემდეგ დაიწყო. ოპერაციაში ეროვნული პოლიციის, კონტროლის სპეციალური ქვედანაყოფების, საიმიგრაციო სამსახურის, სამოქალაქო გვარდიისა და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
მეფე ფელიპე VI და დედოფალი ლეტისია სეუტას 13 ოქტომბერს ეწვევიან. ისინი საზღვრის მასობრივი გადაკვეთისას დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიას უხელმძღვანელებენ.
ცნობისთვის, ივლისის ბოლოს დაახლოებით 72 000 ადამიანი მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, მიგრანტთა უმრავლესობა რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში მაროკოში დაბრუნდა. ამჟამად სეუტაში დაახლოებით 5 000 მიგრანტი იმყოფება, მათ შორის 1 200 არასრულწლოვანი.