„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვით, ესპანეთისთვის მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ერთ მილიარდ ევროს შეადგენს - წერს გაზეთი „პაისი“.
სამშაბათს დილით, კომპანია Red Electrica-მ, რომელიც ეროვნულ ელექტროქსელს მართავს, განაცხადა, რომ ესპანეთის ნაწილში, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგა. ორშაბათს, 12:30 საათზე ესპანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ელექტროენერგიის ქსელის ოპერატორმა Red Electrica-მ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის აღდგენისთვის ათ საათამდე დრო იქნება საჭირო. გათიშვამ, ასევე იმოქმედა პორტუგალიაზე, საფრანგეთსა და ანდორაზე. ელექტროენერგიის გათიშვის გამო, რკინიგზის ყველა მოძრაობა შეჩერებული იქნა.
ამან ასევე იმოქმედა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იმ ქალაქებში, სადაც შუქნიშნები არ მუშაობდა.
სუპერმარკეტებთან რიგები წარმოიქმნა. ასევე ხალხის გაჭედილი ლიფტებიდან გადარჩენა გახდა საჭირო. ქვეყანაში ყველა ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოდ დაიხურა.
ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს გამოძიება იკვლევს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ, განაცხადა, რომ მას არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ ესპანეთში ელექტროენერგიის გათიშვა შესაძლოა კიბერშეტევის შედეგი ყოფილიყო.
ავტორი: სოფა აბაშიძე