ეს აპლიკაცია თქვენს ხმას იწერს და 15 წუთში ერთხელ ჰაკერებს უგზავნის

ჰაკერები (1)

ზოგჯერ საუკეთესო Android აპლიკაციაც კი შეიძლება, ჩვენთვის საზიანო გახდეს: კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია ESET-ის უწყებით, პროგრამა iRecorder უკვე დისტანციური შეღწევის ტროიანის (RAT) მატარებელია. აპლიკაცია ეკრანის ჩამწერია და iRecorder - Screen Recorder ეწოდება. იგი Google Play Store-იდან 50 ათასჯერ გადმოწერეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯერ კიდევ 2021-ში, როცა აპლიკაცია Play Store-ზე აიტვირთა, იგი სრულებით ჩვეულებრივად მუშაობდა. პრობლემებმა 2022 წლის აგვისტოში იჩინა თავი, როდესაც iRecorder - Screen Recorder-ის ახალი, 1.3.8, ვერსია გამოვიდა და Android-ების საზიანო პროგრამით, AhRat-ით, ინფიცირება დაიწყო.

გადმოწერის შემდეგ საზიანო პროგრამას შეუძლია, ხმა ჩაიწეროს და იგი C&C სერვერზე ატვირთოს, რომელსაც ჰაკერები მართავენ — ESET-ის მკვლევრის განცხადებით, იგი ჩანაწერებს აპლიკაციის დეველოპერს 15 წუთში ერთხელ უგზავნიდა. შესაძლებელია, მან მოწყობილობიდან ნებისმიერი სახის ფაილი მოიპაროს: ფოტოები, ვიდეოები, დოკუმენტები და შენახული ვებგვერდებიც კი.

ESET-ის უწყების შედეგად Play Store-იდან აპლიკაცია უკვე ამოშლილია.მიუხედავად ამისა, თუკი იგი სმარტფონზე გადმოწერილი გაქვთ, უმჯობესია, ახლავე წაშალოთ.

iRecorder - Screen Recorder ამ ეტაპზე ერთადერთი აპლიკაციაა, რომელიც AhRat საზიანო პროგრამას ავრცელებს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, სამომავლოდ მსგავსი რამ სხვა პროგრამებსაც დაემართოს. ამრიგად, უმჯობესია, სმარტფონში განახლებები დააყენოთ ხოლმე, შესაძლო საფრთხეების შესამოწმებლად კი ანტივირუსებს მიმართოთ.

ასევე წაიკითხეთ:

👉 არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას - გიორგი გამსახურდია

👉 „ვცდილობდი ყვირილს, მაგრამ პირზე ხელი ამაფარა და როცა თავისას მიაღწია, მითხრა, არ ვიცოდი, ქალიშვილი თუ იყავიო...“ - შემზარავი ამბავი

👉 VIDEO: გამაოგნებელი კადრები ფოთიდან - ნახეთ როგორ ჰქონდათ დამალული 80 კილო ჰეროინი ბრალდებულს, რომელიც სამართალდამცველებმა იპოვეს