მოერიდეთ სამკაულებს, აუცილებლად შეჭამეთ გარეთ გასვლამდე - როგორ მოვიქცეთ ძლიერი ყინვის დროს
1768932972
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სირიასა და ღაზასთან დაკავშირებით ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„როიტერის“ ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე მოვლენებს და სირიის ერთიანობა, ჰარმონია და ტერიტორიული მთლიანობა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია.
ერდოღანმა და ტრამპმა ასევე განიხილეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა.
პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს ღაზაში განვითარებულ მოვლენებზე. ერდოღანმა განუცხადა ტრამპს, რომ თურქეთი გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შეერთებულ შტატებთან ერთად მშვიდობის მისაღწევად.
ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევისთვის.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.