პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
1775053979
ერაყში დრონის თავდასხმის სამიზნე დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ნავთობკომპანია გახდა.
გავრცელებული ცნობით, ერბილში, „კასტროლის“ ნავთობის საცავში დიდი ხანძარი გაჩნდა.
„კასტროლი“ დიდი ბრიტანეთის „ბრითიშ პეტროლიუმს“ ეკუთვნის. თუმცა კომპანია დეკემბერში 65-პროცენტიანი საკონტროლო პაკეტის ამერიკული საინვესტიციო ფირმისთვის, „სტოუნპიკისთვის“ მიყიდვას დათანხმდა.
დრონის ჩავარდნის შემდეგ ხანძარი დიდი რაოდენობით ნავთობზე გავრცელდა. დარტყმის შედეგად ადგილზე მყოფი არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული სამრეწველო კომპანიების ყველა თანამშრომელს ევაკუაციისკენ მოუწოდა.