ერაყმა რუსული თვითმფრინავებისთვის ცა მოულოდნელად დახურა

ფრენები

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული მასიური ანტირუსული სანქციების ფონზე, ერაყმა რუსეთის ავიახაზების თვითმფრინავები თავის საჰაერო სივრცეში ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვა.

RBC-ის ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცეს რამდენიმე წრე დაარტყა და სოჭის ალტერნატიულ აეროდრომზე დაეშვა. 

„თვითმფრინავი, რომელიც ახორციელებდა ფრენას, ეკატერინბურგიდან შარმ ელ-შეიხში Boeing 737, არ დაუშვეს ერაყის საჰაერო სივრცეში ახსნა-განმარტების გარეშე“, - აცხადებენ რუსეთის ავიახაზებში.