„როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება…“ - რას წერს თბილისში მოკლული ბიჭის დეიდა
1789156792
საუდის არაბეთმა დროებით დახურა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი მას შემდეგ, რაც მასზე ერ-რიადისა და მედინას რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს განცხადებით, მილსადენზე მომხდარი თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
თავდასხმებისთანავე სასწრაფო და სპეციალიზებული ტექნიკური ჯგუფები განლაგდნენ მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციით მისი უსაფრთხოების შესაფასებლად.
განცხადების თანახმად, გათიშვა სიფრთხილის მიზნით განხორციელდა.
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ამ კვირის დასაწყისში საუდის არაბეთის აბჰაში, ხამის მუშაიტში, ჯაზანსა და ნაჯრანში სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, თავდასხმებმა სამხრეთ რეგიონში ნავთობის ობიექტებში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია.