ერ რიადის მიმართულებით გაშვებული 4 ბალისტიკური რაკეტა გავანადგურეთ - საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო

ბალისტიკური რაკეტა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერ რიადის მიმართულებით გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.

როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში განმარტეს, წინასწარი შეფასებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიუხედავად ამის, გაიცა გაფრთხილება, რომ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გაიფანტა.

მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ შეკრებისგან.

რაკეტების წარმომავლობა ჯერჯერობით ოფიციალურად დადგენილი არ არის.