2026 წლის 19 მარტს თევზების ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად

ზოდიაქოს ნიშნები

 ზოგჯერ ასტროლოგიური მოვლენები ახალი ეტაპის დაწყებამდე არსებულ მრავლისმთქმელ პაუზას ჰგავს... სწორედ ასეთი შეიძლება 2026 წლის 19 მარტის ახალმთვარეობა აღმოჩნდეს. იგი ზოდიაქოს წრის ბოლო ნიშანში, თევზებში იქნება, რაც სიმბოლურად დიდ წლიურ ციკლს ასრულებს.

შესაბამისად, ეს პერიოდი არა იმდენად ახალ წამოწყებებს, არამედ საკუთარ თავთან გულწრფელ საუბარსა და შედეგების შეჯამებას ეხება. ​გარდა ამისა, ყოველივე ეს რეტროგრადული მერკურის ფინალურ ეტაპზე ხდება. ამიტომ, შესაძლოა, ცხოვრებაში ბევრმა ძველმა თემამ მოულოდნელად კვლავ იჩინოს თავი: ყოფილი კოლეგები შეტყობინებებს გწერენ, დაუხურავი სამუშაო საკითხები ელექტრონულ ფოსტაზე ტივტივებს და ძველი მოგონებებიც იმაზე მეტად აქტიურია, ვიდრე აქამდე…

​საინტერესოა ისიც, რომ ზუსტად მეორე დღეს გაზაფხულის ბუნიობა, ანუ ასტროლოგიური ახალი წლის დასაწყისი დგება. შედეგად, ძალიან სიმბოლური სურათი იხატება: ჯერ ძველ თავებს ვხურავთ, შემდეგ კი ახალ ისტორიას ვიწყებთ.

ამიტომ, 19 მარტის ახალმთვარეობა შინაგან გადატვირთვად უნდა აღვიქვათ.

რეტროგრადული მერკურის დასასრულს ​თევზების ნიშანში ახალმთვარეობა ყოველთვის ემოციებთან, მოგონებებთან და შინაგან ემოციებთანაა დაკავშირებული. ეს ნიშანი, თითქოს, რბილად მიგვანიშნებს, რომ ტემპი ცოტათი შევანელოთ და საკუთარ ცხოვრებას გვერდიდან შევხედოთ.

ასეთ დღეებში ადამიანები ძველ სიტუაციებს უფრო ხშირად იხსენებენ, წარსულ გადაწყვეტილებებს აანალიზებენ და განვლილ ეტაპებზე ფიქრობენ. შემთხვევითი არ არის: თევზების ბოლო გრადუსები სიმბოლურად მთელ ასტროლოგიურ ციკლს ხურავს.

ამიტომ, ახალმთვარეობის პერიოდში შესაძლოა, გაჩნდეს განცდა, რომ ცხოვრებისეული ისტორიების ნაწილი ფინალს უახლოვდება. ზოგჯერ ეს ძველი ურთიერთობების დასრულებაა, ზოგჯერ კი - სამსახურში ჩვეული სცენარისგან დაღლა. სწორედ ამ მომენტში ჩნდება შესაძლებლობა, რომ არჩევანი ინერციით გაგრძელებასა თუ მიმართულების შეცვლას შორის გავაკეთოთ.

​ამ ასტროლოგიურ სურათს საინტერესო ელფერს მოულოდნელი შემობრუნებების პლანეტასთან, ურანთან, ჰარმონიული ასპექტი სძენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ ამ ნოსტალგიასა და ფიქრებს შორის, შესაძლოა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინოთ. მაგალითად, მოულოდნელად მიხვდეთ, რომ საქმიანობის სფეროს შეცვლა დიდი ხანია, გსურთ, ან უცაბედად იდეა იმ პრობლემის მოსაგვარებლად მოდის, რომელიც თვეების განმავლობაში იწელებოდა.

ასეთი იდეები ხშირად ყველაზე ჩვეულებრივ სიტუაციებში - მეგობართან საუბრისას, სეირნობისას ან თუნდაც ყავის რიგში დგომისას იბადება. ​ამასთანავე, თევზებისა და რეტროგრადული მერკურის გავლენით, შესაძლოა, ყველაფერი ცოტა ბუნდოვნად მოგვეჩვენოს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ხშირად ფიქრების "მომწიფებისთვის" დროის მიცემა სრულიად საკმარისია...ვრცლად