„ყურადღებით იყავით!“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1768158106
ექიმებმა 2025 წელს პაციენტების სხეულიდან ამოღებული ყველაზე უჩვეულო საგნების ფოტოები გამოაქვეყნეს. კადრები დაწესებულების Telegram-არხზე გავრცელდა.
როგორც მედიკოსები წერენ, პაციენტები დახმარებისთვის მიმართავდნენ გადაყლაპული ყურსასმენების, სხვადასხვა სამკაულის გამო. განსაკუთრებულად აღინიშნება შემთხვევა, როცა ერთმა პაციენტმა კბილებს შორის მოქცეული ლურსმნები შემთხვევით გადაყლაპა, ეს რემონტის დროს მოხდა.
„შემთხვევები შეიძლება კურიოზულად ჩანდეს, თუმცა პრობლემა უკიდურესად სერიოზულია, ყოველწლიურად ჩვენს ინსტიტუტში ათობით პაციენტი ხვდება ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულების გამო. მათ სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ხშირად ხანგრძლივი რეაბილიტაციაც“, - აღნიშნეს ექიმებმა.