1771531835
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჯორჯია მელონიმ საფრანგეთის შიდა საქმეებზე არ უნდა ისაუბროს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ საფრანგეთის შიდა საქმეებზე არ უნდა ისაუბროს.
იტალიური მედიის თანახმად, მაკრონმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჯორჯია მელონიმ ულტრამემარცხენე ახალგაზრდების მიერ საფრანგეთში ახალგაზრდა ულტრამემარჯვენე მამაკაცის მკვლელობა დაგმო.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ყველა „თავის ხაზში უნდა დარჩეს“.
„მე ყოველთვის მაოცებს ის ფაქტი, რომ ნაციონალისტები, რომლებსაც არ სურთ, რომ სახლში ვინმემ შეაწუხოს, ყოველთვის პირველები აკეთებენ კომენტარს იმაზე, თუ რა ხდება სხვაგან“, – აღნიშნა მაკრონმა.











