ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი და 14 000-ზე მეტი გადადებული ავიარეისი - ძლიერი ყინვის გამო აშშ-ის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა

სბბს

 ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი და 14 000-ზე მეტი გადადებული ავიარეისი - შეერთებულ შტატებში კვლავ უამინდობაა.

ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ყველაზე მეტად კენტუკი, ჯორჯია, ვირჯინია და ალაბამა დაზარალდა.

იმ აეროპორტებს შორის, რომელთაც ძლიერი ქარბუქის გამო გასულ შაბათ-კვირას რეისები გააუქმეს, არის ვაშინგტონის რეიგანის სახელობის ეროვნული აეროპორტიც. ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გამოეხმურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ქარბუქსა და ყინვას "ისტორიული" უწოდა და 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა ქვეყანაში მიმდინარე კვირასაც გაგრძელდება.