კარგი ინფორმაცია პენსიონერებისთვის
1764952562
ეგვიპტეში, ალ-გურაიფეს ახალი სამეფოს პერიოდის სასაფლაოზე, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 13-მეტრიანი „მკვდართა წიგნის“ ფრაგმენტი.
კარგად შემონახული ხელნაწერი ამ რეგიონში აღმოჩენილი მსგავსი ტიპის პირველი სრული პაპირუსია, წერს IDR. არქეოლოგების თქმით, სასაფლაოზე, რომელიც ძვ.წ. 1550–1070 წლებით თარიღდება, მოიცავს დაკრძალვისთვის საჭირო ნივთებს, რომელსაც გარდაცვლილის გასამგზავრებლად იყენებდნენ. თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ იმ პაპირუსმა მიიპყრო, რომელიც ეგვიპტის ტურიზმისა და უძველესი ძეგლების სამინისტრომ „კარგ მდგომარეობაში მყოფად“ აღწერა.
რა არის „მკვდართა წიგნი“„მკვდართა წიგნი“ ეგვიპტური დაკრძალვის ტრადიციის ცენტრალური ელემენტი იყო. ეგვიპტეში ამერიკული კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მასში მოცემული ტექსტები განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ გარდაცვლილის სულს რთული გზა გაევლო საიქიოსკენ. პაპირუსების შინაარსი განსხვავდებოდა ავტორისა და პერიოდის მიხედვით, რაც თითოეულ ნიმუშს უნიკალურსა და მნიშვნელოვანს ხდიდა ეგვიპტური რწმენების ევოლუციის გასაგებად.