ძლიერი სეტყვა და წყალდიდობა... - რა ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან

ძლიერი წვიმა და მეწყერი

ძლიერი წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა - თურქეთში, ქალაქ კონიასა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიას ებრძვიან. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ძლიერმა წვიმამ ქალაქში წყალდიდობა გამოიწვია, სოფლებში კი მეწყერი. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კორპუსები.

მედიის ცნობით, ძლიერი წვიმა სეტყვაში გადაიზარდა, რამაც ავტომობილები დააზიანა. ქალაქში წაქცეულია ხეებიც. სამაშველო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

წყალდიდობის გამო, კონიაში დაიტბორა გზები, შეფერხდა მოძრაობა და მოხდა ავარიები. მედიის ცნობით, მიწისქვეშა გადასასვლელები წლით აივსო.

ძლიერი ქარის შედეგად, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სახურავები.