საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
დონალდ ტრამპს ირანზე სამხედრო იერიშების განხორციელების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს. ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი"ავრცელებს.
საქმესთან დაკავშირებულმა წყარომ, გამოცემას კონფიდენციალურობის პირობით უთხრა, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი სცენარი თეირანში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესაძლებლობას მოიცავს.
სტატიაში წერია, რომ დარტყმის საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპს ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა ამგვარ სცენარს აქტიურად განიხილავს.