ცნობილია, მეტროში გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის ექსპერტიზის დასკვნა
1786045348
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა The Washington Post-ის მიერ მასა და თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს შორის განხეთქილების შესახებ გავრცელებულ ცნობას ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ ჰეგსეტის მუშაობით ძალიან კმაყოფილია.
ცნობისთვის, The Washington Post-მა დაწერა, რომ შტატების პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მანამდე CNN-მა და Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-მა მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგი ფაქტობრივად ამოწურა.
„ყალბი ამბების გამავრცელებელი მედია, როგორც ყოველთვის, ცრუ და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ჭორებს ავრცელებს. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ საქმით, რომელსაც პიტ ჰეგსეტი აკეთებს. ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობს, მათ შორის ვენესუელაში განხორციელებული ჩვენი ოპერაცია, რომლის შედეგიც ერთ დღეზე ნაკლებ დროში მივიღეთ და რომლის წყალობითაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე, ნიკოლას მადურო მართლმსაჯულების წინაშე წარდგა! ასევე ძალიან წარმატებით ვითარდება მოვლენები ირანთან მიმართებით, სადაც ქვეყანა განადგურდა იმ მიზნით, რომ მას არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა. პიტი სამხედროებში დიდი პატივისცემით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, მათ შორის, გააუქმა DEI-ის პროგრამები და რეკრუტირების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.