დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ორი ინდაური შეიწყალა

ტრამპმა ორი ინდაური შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ინდაურები სახელად „გობლი“ და „უოდლი“ შეიწყალეს.

ინდაურის შეწყალება აშშ-ში მადლიერების დღესთან დაკავშირებული ტრადიციაა. ცერემონია ტრადიციულად თეთრი სახლის ეზოში გაიმართა.

„მზად ხარ, გობლ? უბრალოდ, მინდა, გითხრა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ. შენ უპირობოდ შეწყალებული ხარ“, – ასე მიმართა ინდაურს დონალდ ტრამპმა შეწყალებამდე.

„გობლი“ და „უოდლი“ შეწყალების შემდეგ ფერმაში გადავლენ.

ცერემონია ასახავს დიდი ხნის ტრადიციას, რომელიც 1947 წელს, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის დროიდან იღებს სათავეს. თეთრი სახლის ოფიციალურ ღონისძიებად კი ის 1989 წელს, ჯორჯ ბუშ უფროსის პრეზიდენტობის დროს იქცა.