ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მათ ჰორმუზის სრუტის საკითხი განიხილეს.
მედიის ცნობით, ტრამპი და სტარმერი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა აუცილებელია.
„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, კერძოდ, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის აუცილებლობა გლობალური გადაზიდვების აღსადგენად. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა აუცილებელია გლობალური ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სატელეფონო საუბარს კიდევ გამართავენ.