„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა, რომელიც მისი იზოლაციისკენ იქნება მიმართული.
„არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მისი მტკიცებით, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, მისი საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებად არის ქცეული, მისი ვალუტა უსარგებლოა და „ქვეყანა ძაფზე ჰკიდია“.
ტრამპი ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავის ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანის მხარდაჭერის უფლებას მისცემს, „უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს“ წააწყდება.
„ნავთობის კონტრაბანდა, გაცვლითი ხაზები, ფულადი გზავნილები, გაცვლითი პუნქტები, გემების რეესტრი, ფიქტიური კომპანიები - ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, ყველა მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით უნდა დადგეს, რათა ირანისგან მომდინარე საფრთხე იზოლირებული და დამარცხებული იყოს.
„ეს მანიაკები უკვე კუთხეში არიან მომწყვდეული. ეს ისტორიული ზომები მათ და მათ მიერ მთელ მსოფლიოში ტერორის გავრცელების შესაძლებლობას დააზიანებს“, - დაწერა ტრამპმა.