რუსეთის იერიშს კიევზე სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფოტო: Facebook

 რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა. ინფორმაციას მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულება.