მანჩესტერის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა
1755271303
უკრაინის ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე არ იქნება მიღებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, შეეხება თუ არა საუბარი ტერიტორიებს პუტინთან შეხვედრის დროს.
„განხილული იქნება, თუმცა გადაწყვეტილებას უკრაინა მიიღებს და ვფიქრობ, ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე აქ უკრაინის სახელით სასაუბროდ არ ვარ. აქ ვარ იმისთვის, რომ ისინი მაგიდასთან დავსვა. მისმინეთ, ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინის აღება სურდა. მე რომ არ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ახლა მთელ უკრაინას აიღებდა, მაგრამ ამას არ გააკეთებს“, – თქვა ტრამპმა.