1755276023
მანჩესტერის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, EasyJet-ის თვითმფრინავის ფრთა, მეორე თვითმფრინავის ფრთას გამოედო, როდესაც ისინი ასაფრენი ბილიკის მოსატრიალებელ ზონაში იმყოფებოდნენ. მედიის ცნობით, შემთხვევა ბრიტანეთის საზაფხულო დროით 06:30 საათზე მოხდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მედიის ცნობით, თვითმფრინავები პარიზსა და გიბრალტარში უნდა გაფრენილიყვნენ.
"ჩვენ მთელი თვითმფრინავის რყევა ვიგრძენით - ეს ძლიერი დარტყმა იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.
აეროპორტში ფრენები ხანმოკლე დროით იყო შეჩერებული. უსაფრთხოების შეფასების შემდეგ ფრენები განახლდა. შეფასებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავებმა მცირე დაზიანებები მიიღეს.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1755271809