დონალდ ტრამპი: თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად მოკლავს, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს თავის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად მოკლავს, რაც მათი ჩვევაა, ამერიკის შეერთებული შტატები ხალხის დასახმარებლად მოვა.

„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად მოკლავს, რაც მათი ჩვევაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, ირანში ბოლო რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. თავდაპირველად მოსახლეობა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად გამოვიდა, მოგვიანებით პროტესტი ანტისახელისუფლებო გახდა.