„ამ დღეს ფულის სესხება და გასესხება არ შეიძლება“ - როგორ შევხვდეთ ბედობას
1767299831
ბათუმის 23-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„სსიპ – ქალაქ ბათუმის №23 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ბუღალტერი მაია თურმანიძე.
მაია თურმანიძე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად და პასუხისმგებლობით ემსახურებოდა სკოლას. იგი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, კეთილგანწყობითა და ადამიანური ღირსებებით. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი სკოლის კოლექტივისა და მთელი საზოგადოებისთვის.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვუსამძიმრებთ ამ მძიმე დანაკლისს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას.
ნათელი მის ხსოვნას“, - ვკითხულობთ პოსტში.