დონალდ ტრამპი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს შეხვდა

ტრამპი და აფრიკის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ აფრიკელ კოლეგას შეხვდა. ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ტრამპმა სამხრეთ აფრიკა დაადანაშაულა თეთრკანიანი ფერმერებისგან მიწების წართმევაში და თეთრკანიანი მიწათმფლობელების წინააღმდეგ ძალადობის გაღვივებაში სიძულვილით სავსე რიტორიკისა და სამთავრობო ქმედებების მეშვეობით.

მან ასევე სირილ რამაფოსას აჩვენა ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ ხორციელდება თეთრკანიანებზე გენოციდი სამხრეთ აფრიკაში. ტრამპის თქმით, ვიდეოზე ასახული იყო ათასობით თეთრკანიანი ფერმერის საფლავი. რაზეც, რამაფოსამ უპასუხა, რომ მას არ ჰქონდა ეს ვიდეო ნანახი და სურს, გაარკვიოს, სად მდებარეობს ეს ადგილი. მან ასევე აღნიშნა,რომ სამხრეთ აფრიკაში მსხვერპლთა უმრავლესობა შავკანიანია.

„ფერმერები არ არიან შავკანიანები“, – ასე უპასუხა ტრამპმა რამაფოსას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეთრკანიან ფერმერებს სიკვდილით სჯიან სამხრეთ აფრიკაში.

რამაფოსა კი შეეწინააღმდეგა აშშ-ის პრეზიდენტს და განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, განიხილონ ეს საკითხები.