"ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება..." - ნუცა ცისკარიშვილი
1769108603
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთზე ზეწოლას ახდენს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
სტუბმა აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი სამშვიდობო პროცესის მიმართ.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი დიდ ზეწოლას ახდენს რუსეთზე და იმედი მაქვს, რომ ის ამას გააგრძელებს“, – განაცხადა სტუბმა „როიტერთან“ ინტერვიუში.
ამასთან, სტუბმა ისაუბრა 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ქვეყნის რეკონსტრუქციას და აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი ამ გეგმას მიიღებს.