1769284719
დონალდ ტრამპი ორიენტირებულია შედეგებზე და არა თავაზიან რიტორიკაზე - ორბანი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორიენტირებულია შედეგებზე და არა თავაზიან რიტორიკაზე, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
როგორც ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, ტრამპის ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ მსოფლიოს.
„ის იღებს რეალურ გამოწვევებს, აღწევს დადებით შედეგებს და ხელს უწყობს პროგრესს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასეთი ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ მსოფლიოში მშვიდობისმოყვარე ადამიანებს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!”, - წერს ორბანი.











