გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება... - ეკა კუპატაძე
1788730316
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-მექსიკოსთვის „ახალი ამერიკის“ დარქმევის წინადადებით გამოდის.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, შტატი „ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით“ და მისთვის სახელის შეცვლა „უფრო პრესტიჟული და ლამაზი“ იქნებოდა.
„ბევრი ადამიანი გვთავაზობდა ნიუ-მექსიკოს სახელის შეცვლას და მისთვის ახალი ამერიკის დარქმევას. ეს ბევრად უფრო პრესტიჟული და ლამაზი სახელია ამ პოტენციურად საოცარი შტატის მოსახლეობისთვის. ვაუ, მე ეს ძალიან მომწონს“, – წერს ტრამპი.
ტრამპმა პოსტს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეოც დაურთო, რომელშიც ნიუ-მექსიკოს სახელწოდება „ახალი ამერიკით“ არის ჩანაცვლებული.