,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა ბოლო დროს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეკლამების გამო, რომლებიც აშშ-ის ტარიფებს აპროტესტებენ.
„მათი აღმაშფოთებელი საქციელის საფუძველზე, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, - დაწერატრამპმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, რონალდ რეიგანის ფონდმა გამოაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი უარყოფითად საუბრობს ტარიფებზე.
„რეკლამა 75 000 დოლარი ღირდა. მათ ეს მხოლოდ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებშუ ჩარევის მიზნით გააკეთეს. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი საქციელის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, - აღნიშა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა დაგ ფორდმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ტარიფების საწინააღმდეგო მესიჯის შემცველმა რეკლამამ ტრამპის ყურადღება მიიპყრო. რეკლამაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი აკრიტიკებს უცხოურ საქონელზე დაწესებულ ტარიფებს და ამბობს, რომ ისინი სამუშაო ადგილების შემცირებას და სავაჭრო ომებს იწვევს.