დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში ახალი პირობა დააყენა და განაცხადა, რომ ახლა ის ირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის კომპენსაციას მოითხოვს - მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო.

„ვხედავ, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები ბოლო ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ (რომელიც იმის გამო დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს არცერთ მოლაპარაკებასა თუ შეხვედრაზე არასდროს უხსენებიათ!“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

„თუმცა, ეს საინტერესო იდეაა“, - განაგრძო მან. „რადგან ახლა მეც ზუსტად ასე მოვითხოვ ირანისგან კომპენსაციას იმ ყველა ადამიანისთვის, რომლებიც მათ თავიანთი ნაღმებითა თუ მრავალი კონფლიქტით მოკლეს და მძიმედ დაჭრეს“.

პრეზიდენტის თქმით, კომპენსაცია ასევე უნდა გადაეცეთ „იმ ასობით ათასი უდანაშაულო მომიტინგის ოჯახებს, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა“.

„ჩემს წარმომადგენლებს უკვე მივეცი მითითება, რომ ეს მოთხოვნა უპირობოდ ჩართონ ნებისმიერ და ყველა მომავალ მოლაპარაკებაში“, - დაასკვნა მან.