დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან ვენესუელის ნავთობის საკითხს განიხილავს

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის კომპანიების წარმომადგენლებს დღეს თეთრ სახლში შეხვდება.

დონალდ ტრამპმა ბოდიში მოუხადა ნავთობის იმ კომპანიებს, რომლებიც დღეს ვერ მიიღებენ შეხვედრაში მონაწილეობას, თუმცა განაცხადა, რომ ენერგეტიკის მდივანი კრის რაიტი და შინაგან საქმეთა მდივანი დაგ ბურგუმი მომავალ კვირას შეხვდებიან მათ.

„დღევანდელი შეხვედრა თითქმის მთლიანად ვენესუელის ნავთობს და ვენესუელასთან ჩვენს გრძელვადიან ურთიერთობას, მის უსაფრთხოებასა და ხალხს დაეთმობა. ამ ჩართულობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამერიკელი ხალხისთვის ნავთობის ფასების შემცირება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, საუბრის საგანი იქნება აშშ-ში ნარკოტიკებისა და კრიმინალების შეჩერებაც.