დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯორჯია მელონისთან ადრინდელი ურთიერთობა აღარ აქვს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან ადრინდელი ურთიერთობა აღარ აქვს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს მას შემდეგ თქვა, რაც ჯორჯია მელონიმ დონალდ ტრამპი რომის პაპზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა და უარი თქვა აშშ-ის მხარდამხარ ირანში ომში ჩართვაზე.

„ის ნეგატიურად იყო განწყობილი. ვინც ირანის ამ სიტუაციაში დახმარებაზე უარი გვითხრა, ჩვენ მასთან ადრინდელი ურთიერთობა არ გვაქვს“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ნატო ირანის ომში ჩაურევლობის გამო.

„რატომ ვხარჯავთ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ნატო-ზე, თუ ისინი ჩვენთან არ იქნებიან. ისინი ირანის საკითხში ჩვენთან თუ  არ იქნებიან, ისინი ჩვენთან არ იქნებიან ირანზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.