დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფინეთის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტივობის შესახებ გავრცელებული ცნობებით შეშფოთებული არ არის

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არის შეშფოთებული ფინეთის საზღვართან რუსეთის რუსეთის სამხედრო აქტივობის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

აღნიშნულ საკითხზე კითხვა ტრამპს ჟურნალისტმა დაუსვა.

„არა, მე არ ვღელავ ამის გამო. საერთოდ არ მადარდებს ეს. ყველაფერი ძალიან უსაფრთხო იქნება. ეს ორი ქვეყანა ძალიან უსაფრთხოდ იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტის საპასუხოდ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა იგი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

„ეს ჩემი გადასაწყვეტია. ეს სხვა არავისი გადასაწყვეტი არ არის. ვნახოთ, როგორ მოიქცევა რუსეთი. ვნახოთ, რა მოხდება. ახლა საკმაოდ კრიტიკული პერიოდი გვაქვს. როგორც იცით, გუშინ ორსაათნახევარი ვესაუბრებოდი პრეზიდენტ პუტინს. ასევე ვესაუბრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მთლიან ევროპას წარმოადგენდნენ. მგონი, გუშინ ძალიან კარგი საუბრები გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.