დონალდ ტრამპი: აშშ-ის ჯარისკაცები უკრაინაში არ იქნებიან

დონალდ ტრამპი

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ჩვენ არ გვეყოლება ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე [უკრაინაში]“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.