პარაზიტი, რომელიც ადამიანის კანში იბუდებს - რა ვიცით Dermatobia hominis-ის შესახებ
1752686189
"როდესაც სიცხის ზეგავლენაზე ვსაუბრობთ, ალბათ რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოვყოთ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ასეთი ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს.
ივანე ჩხაიძე რამდენიმე გასათვალისწინებელ რეკომენდაციას უსვამს ხაზს.
"პირველ რიგში, ეს არის კანზე ზემოქმედება, მეორე არის გაუწყლოების განვითარების რისკი, როდესაც ორგანიზმი კარგავს სითხეს და არ ხდება მისი ჩანაცვლება, მესამე რისკი დაკავშირებულია ზაფხულის პერიოდში პროდუქტების შენახვის წესების დარღვევასთან და მეოთხე არის წყლით სარგებლობასთან. თუმცა ყველაზე სწრაფად განვითარებადი არის კანის დამწვრობა, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში განვითარდეს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში. როდესაც ბავშვი ან დიდი, დიდი ხნის განმავლობაში არის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, ვითარდება სითბური დარტყმა, ეს არის თავის ტკივილი, ასევე კანის მკვეთრი გაწითლება, ეს არის გულისცემის გახშირება, სუნთქვის გახშირება, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, ტემპერატურის მატება, 40 გრადუსი და მეტი. ეს ყველაფერი მიმანიშნებელია სითბური დარტყმის განვითარებაზე და აქ, ალბათ, დაუყოვნებლივი რეაგირება არის საჭირო," - ამბობს ივანე ჩხაიძე.