პარაზიტი, რომელიც ადამიანის კანში იბუდებს - რა ვიცით Dermatobia hominis-ის შესახებ
1752686189
თევდორე მღვდლის 10 ნომერში ადგილობრივების ეტაპობრივად შეშვება დილიდან განახლდა. მოსახლეობას პირადი ნივთები მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ გამოაქვს. პროცესი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შენობაში ეტაპობრივად შედიან ადგილზე დასაქმებულებიც. ავარიული კორპუსიდან 102 მოსახლეა გამოყვანილი. ფასადის და სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთია დაშავებული.
"ჩვენ უკვე გაზაფხულზე დავცალეთ ბინა იმიტომ, რომ რომ შევხედეთ როგორი ბზარები იყო, ცოტა არ იყოს, შეგვეშინდა. რამდენჯერმე ჩატარდა კრება, ჩვენ ვიყავით მომხრეები ამ ყველაფრის... ნებისმიერ პირობებზე მივდიოდით, ოღონდ ასეთი ტრაგედია არ მომხდარიყო. საჭირო იყო ყველას თანხმობა და მოგვცეს დრო. წინააღმდეგები იყვნენ და ამის გამო იყო შეფერხება", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე მოსახლე ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მოწინააღმდეგე იმიტომ იყო, რომ ბინის ფართის გარდა, სარდაფებისა და ავტოფარეხების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.
"ჩვენთან ჩამოინგრა, ჩვენია ყველაზე ავარიული, დასკვნა გვაქვს სამხარაულის, გვიდევს სახლში. კი, მე თანახმა ვიყავი. ზოგიერთი მეზობელი არ იყო თანახმა, ითხოვდნენ ავტოფარეხებისა და სარდაფების ანაზღაურებასაც", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.