დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკი

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მოზარდები - 13, 14 და 15 წლის ბიჭები.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მტერმა ქალაქზე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით დაახლოებით 16:25 საათზე განახორციელა.

იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს, სავაჭრო პავილიონებსა და მაღაზიას. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.