ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
Disney-მ „რაპუნცელის“ ლაივ-ადაპტაციისთვის მთავარი როლის შემსრულებლები შეარჩია: რაპუნცელის როლს ტიგან კროფტი მოირგებს, ხოლო ფლინ რაიდერისას - მაილო მანჰეიმი.
სტუდიამ ქასთინგი Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა. „ტიგან კროფტი და მაილო მანჰეიმი რაპუნცელი და ფლინ რაიდერი იქნებიან Disney-ს „რაპუნცელის“ ახალ ვერსიაში. მხოლოდ კინოთეატრებში“, - აღნიშნულია სტუდიის ოფიციალურ განცხადებაში.
ფილმის რეჟისორი მაიკლ გრეისი იქნება. სურათის ეკრანებზე გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
მულტფილმი „რაპუნცელი“ 2010 წელს გამოვიდა.