„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ესპანეთმა დაგმეს ისრაელის მიერ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე განხორციელებული თავდასხმა და აღნიშნული ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ თავდასხმები „არღვევს კატარის სუვერენიტეტს და რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს იწვევს“. სტარმერმა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება მოითხოვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აღნიშნული თავდასხმები „მიუღებელია, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს“.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ თავდასხმები არღვევს „კატარის ტერიტორიულ სუვერენიტეტს“ და წარმოადგენს „საერთაშორისო სამართლის ღია დარღვევას“. ესპანეთმა მოითხოვა ძალადობის დაუყოვნებელი შეწყვეტა და დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ დაბრუნება.
ცნობისთვის, ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.