1757437894
2025 წლის 7 სექტემბრიდან დაბნელების დერეფანი გაიხსნა - რა მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ

2025 წლის 7 სექტემბერს თევზების ნიშანში მთვარე სრულად დაბნელდა. სწორედ ამ დღიდან დაბნელების დერეფანი გაიხსნა. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. დაბნელების დერეფანი გვაძლევს შესაძლებლობას, რაღაცები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, ძველი შეცდომები, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები გამოვასწოროთ, ჩვენს შეხედულებებს გადავხედოთ და ახალი გეგმები შევიმუშაოთ.
ამ პერიოდში, როგორც წესი, ადამიანები მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობენ. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
ასევე, დაბნელებამდე ორი დღით ადრე და ორი დღის შემდეგ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება რეკომენდებული არ არის. ჯობს, სიტუაცია, კარგად გააანალიზოთ. თუ თქვენ ამ პერიოდში მოულოდნელად წამოხვალთ სამსახურიდან, საყვარელ ადამიანს დაშორდებით, აიღებთ დიდ ფინანსურ ვალდებულებებს, მიიღებთ ისეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას, რაც ყოველდღიურობას შეგიცვლით, შესაძლოა, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ. ემოციური პერიოდი მალე გაივლის და როდესაც გადაწყვეტილებებს ფხიზელი გონებით შეაფასებთ, დიდი ალბათობით, არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.
დაბნელების დერეფნის დროს რეკომენდებულია, თქვენს სურვილებსა და მიზნებზე კონცენტრირდეთ, არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე იფიქროთ, გააანალიზოთ წარსულის შეცდომები და განახლებული ეტაპი დაიწყოთ.
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც 2025 წლის სექტემბრის დაბნელების დერეფანი განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:
ვერძი
ძველი ურთიერთობები, სცენარები სრულად დაინგრევა და გარდაიქმნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის ურთიერთობები, რომლებიც ორმხრივ ნდობასა და სიყვარულზე არ იყო დაფუძნებული, დაბნელების დერეფნის პერიოდს ვეღარ გაუძლებს და საბოლოოდ დასრულდება. თქვენი გარემო მნიშვნელოვნად შეიცვლება. თუმცა, ამავე დროს, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად შეგიყვარებენ. ტოქსიკური, მოძველებული ურთიერთობების საბოლოოდ დასრულება შესაძლოა, ემოციურად მაინც არ იყოს ადვილი. მაგრამ ,,თვალის ახელის“ ეტაპი დიდ თავისუფლებასა და სასარგებლო ცვლილებებს მოგიტანთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებისათვის დაბნელების ენერგია სამსახურისა და თვითრეალიზაციის თემებს გაააქტიურებს. ახლა მოგიწევთ, საბოლოოდ გადაწყვიტოთ, რას აკეთებთ: არსებულ საქმეებს გააგრძელებთ, მაგრამ ტაქტიკას შეცვლით თუ ყველაფერს ნულიდან დაიწყებთ ისე, როგორც თქვენი გული გკარნახობთ. ორი კვირის განმავლობაში ძლიერ შინაგან ტრანსფორმაციას გაივლით და იპოვით ძალას, რომ გადადებული საქმეები, პროექტები, ამოცანები საბოლოოდ გადაჭრათ.
ლომი
ლომებისთვის დაბნელების დერეფანს ფინანსებისა და ღირებულებების საკითხში ნამდვილი გამოცდა მოაქვს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მოულოდნელად შეიცვალოს - ან დიდი თანხა მიიღოთ, ან კიდევ დაკარგოთ... დაბნელების დერეფანი ასევე თქვენს რეალურ სურვილებს გაააქტიურებს და ერთგვარ გამოცდასაც მოგიწყობთ. მოგიწევთ, საბოლოოდ გადაწყვიტოთ, გარკვეულ ილუზიებს, არასაჭირო ურთიერთობებს კიდევ მიენდობით თუ რეალობას თვალს გაუსწორებთ და თავს აღარ მოიტყუებთ...ვრცლად