„ხატის წინაშე ვიფიცებ...“ - ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1747770750
დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, კირ სტარმერმა დააანონსა სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობენ.
კირ სტარმერმა განაცხადა, რომ, საფრანგეთისა და კანადის ლიდერების მსგავსად, შოკირებულია ღაზის სექტორში სამხედრო ესკალაციით. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება გაიმეორა.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტისკენ, როგორც ერთადერთ გზას მძევლების გასათავისუფლებლად. ჩვენ ვიმეორებთ, არ ვეთანხმებით დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებულ მიდგომას და ჩვენ კვლავ მოვითხოვთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, აუცილებელია კოორდინირებული პასუხი, რადგან ეს ომი უკვე დიდი ხანია, გრძელდება.
ცნობისთვის, ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას წამოიწყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორს სრულად დაიკავებს.