ცნობილი ჟურნალისტის შვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1758484851
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელი გააფრთხილა, პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილების საპასუხოდ არაფერი მოიმოქმედოს და დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ანექსია არ მოახდინოს.
აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესო გზაა ისრაელის, ასევე პალესტინელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქმე ეხება მშვიდობის, სამართლიანობის დაცვას და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას. ჩვენ ვაღიარებთ ისრაელს, ისრაელის სახელმწიფოს. ასევე უნდა ვაღიაროთ პალესტინელების უფლებაც, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო“, – აღნიშნა ივეტ კუპერმა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება დაგმო, დასავლელი ლიდერები ტერორიზმის დაჯილდოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს.
ცნობისთვის, პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამაც. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას კიდევ ათამდე ქვეყანა გეგმავს.