1786121718
დიდ ბრიტანეთში, იმიგრაციის საწინააღმდეგო ახალ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ხუთი ადამიანი დააკავეს
ბრიტანეთში, ნორფოლკის ოლქში, ანტიიმიგრაციული საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ხუთი ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
ნორფოლკის პოლიციის ცნობით, ქალაქ თეტფორდში არეულობა დაიწყო, რის შედეგადაც სახლები დაზიანდა და ღობეები დაინგრა, რადგან მოქალაქეები სახლებში შეღწევას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გამოქვეყნდა იმ უძრავი ქონების მფლობელთა სია, რომლებსაც, სავარაუდოდ, სახელმწიფოსთან ჰქონდათ კონტრაქტები გაფორმებული თავშესაფრის მაძიებელთა განსათავსებლად.









