„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა...“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“
1784198497
„დიახ, მე ბოროტი ვარ. არა ასი პროცენტით, მაგრამ ბოროტი ვარ. ბოროტება ყოველთვის არსებობდა. სრულყოფილი სამყარო, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ესწრაფვის, არასოდეს დადგება და ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდებია ის მომენტები, როდესაც ვპოულობთ გამბედაობას, ხელახლა შევაფასოთ ჩვენი ბოროტი თვისებები და ვაღიაროთ ისინი თითქოს ჩვენს საუკეთესო თვისებებად.“ - ეს არის ამონარიდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შემზარავი სერიული მკვლელის, რიჩარდ რამირესის მეტსახელად „ღამის მდევრის“ ინტერვიუდან. რამირესმა 1984–1985 წლებში კალიფორნიაში სულ მცირე 10 ადამიანი მოკლა.
დანაშაულის რამდენიმე ადგილზე პოლიციამ სატანისტური სიმბოლოები აღმოაჩინა, რის გამოც მას მეტსახელად „ღამის მდევარი“ შეარქვეს. რამირესის პირველი მსხვერპლი 79 წლის ქვრივი ჯენი ვინკოვი იყო. თავდაპირველად პოლიციას მიაჩნდა, რომ მკვლელობებს რამდენიმე ადამიანი ჩადიოდა, რადგან დანაშაულები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და შემთხვევითი ჩანდა.
რამირესის მსხვერპლები განსხვავდებოდნენ ასაკით, ეთნიკური წარმომავლობითა და სქესით, ხოლო მკვლელობის მეთოდებიც ერთმანეთის მსგავსი არ იყო. რამირესი, რომელიც საკუთარ თავს სატანისტად მოიხსენიებდა, სასამართლო პროცესების დროს ხშირად აკეთებდა სატანასთან დაკავშირებულ განცხადებებს.
ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდში მან ხელის გულზე პენტაგრამა (ხუთქიმიანი ვარსკვლავის სიმბოლო) დახატა და პერიოდულად ამბობდა ფრაზას: „დიდება სატანას“ რამირეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი არ აღსრულებულა 53 წლის ასაკში 2013 წელს ლიმფომით გარდაიცვალა.