დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდის შესახებ - NATO-ს გენერალური მდივანი​

 NATO

ტრამპის განცხადებით, ირანს და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა NATO-ს სამიტის ოფიციალური ნაწილის გახსნამდე ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად მედიასთან საუბრისას გააკეთა.

თავის მხრივ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

"მივესალმები თქვენს წარმატებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში. ვფიქრობ, ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს, მივიღებთ გადაწყვეტილებას თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდის შესახებ. ჩვენი უსაფრთხოება საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველვყოთ. სამართლიანი, რომ დაფინანსება შეერთებულ შტატებთან გავათანაბროთ", - განაცხადა მარკ რუტემ.