„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირმა 4.48 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა. ამის შესახებ გერმანული ყოველკვირეული ჟურნალი Der Spiegel-ი ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 2025 წლის პირველ ნახევარში 3.47 მილიარდი ევროთი (29%-ით) მეტი იყო, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.
2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირმა ჯამში დაახლოებით 26.9 მილიარდი ევროს ღირებულების თხევადი ბუნებრივი აირი შემოიტანა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა - 13.7 მილიარდი ევროს ღირებულების გაზი - აშშ-დან შევიდა, რომელიც გასულ წელსაც ევროკავშირისთვის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო (მთლიანი მიწოდების თითქმის 45%).
ნავთობისა და ქვანახშირისგან განსხვავებით, რუსულ გაზზე ევროკავშირს ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესებია, ამ მიწოდებებზე ძლიერი დამოკიდებულების გამო.
ევროკომისია რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას აპირებს. გეგმის მიხედვით, გრძელვადიანი კონტრაქტებით გაზის იმპორტი 2028 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება, მოკლევადიანი კონტრაქტებით კი - 2026 წლის 17 ივნისიდან.