დელი-ჩენაის რეისზე თვითმფრინავში მგზავრის ხელბარგში არსებულ „ფაუერბანკს“ ცეცხლი გაუჩნდა

ფაუერბანკი

დელი-ჩენაის რეისზე თვითმფრინავში მგზავრის ხელბარგში არსებულ ფაუერბანკს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც დაუგეგმავი დაშვება გახდა საჭირო. ამის შესახებ ThePrint-ი წერს.

შემთხვევა ავიაკომპანია IndiGo-ს თვითმფრინავის ბორტზე მოხდა.

მგზავრებმა სამგზავრო სავარძლების ზემოთ არსებულ ბარგის თაროზე ალი შენიშნეს და ცეცხლის ჩაქრობას თავად შეეცადნენ.

შემთხვევა მალევე აღმოიფხვრა და არავინ დაშავებულა, თუმცა, როგორც მედია წერს, ეკიპაჟმა მარშრუტის შეცვლისა და დაუგეგმავი დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

✕